Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 04/29 - 01

18.03.2025

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალის მიერ  გაცვლით პროგრამებში მონაწილობისას გასათვალისწინებელი პირობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში ჩართულმა პერსონალმა (აკადემიური და მოწვეული), საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამაში მონაწილობის მიზნით გამგზავრებამდე, უზრუნველყოს შესაბამისი კათედრის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დადებითი რეზოლუციის მქონე წერილობითი გეგმის წარმოდგენა დეკანთან, გაცდენილი აკადემიური საკონტაქტო საათების აღდგენის თაობაზე.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ეხება მოკლევადიან (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე) მივლინებას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი            გიორგი ღაღანიძე